“მოსამართლეთა ნაწილი ღარიბაშვილს უჭერს მხარს…” – რატომ ვეღარ ენდობა კობახიძე მოსამართლეებს?

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი, ტვ პირველთან, ამბობს:
“ვფიქრობ, რაღაც ძვრები ალბათ არის იმაში, რომ მოსამართლეები და განსაკუთრებით კლანი უკვე თავის თანამოაზრეებს რეალურად აღარ ენდობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ თვითონ “ოცნებაში” ამ დაყოფას და მათ ნგრევას, თუნდაც იგივე ღარიბაშვილის საქმესთან მიმართებაში. არიან მოთამაშეები, იგივე სასამართლოში, რომლებიც დავუშვათ იმ ღარიბაშვილს უჭერდნენ მხარს ან სხვა პირს უჭერდნენ მხარს ან მათი მეგობრები არიან და ეს ალბათ, გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენს მათთვის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავიანთი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, საბჭოს ხელში გადავიდა მთლიანად, რასაც უნდა იმას გააკეთებენ. კიდევ აღვნიშნავ, რომ არც მაშინ იყო ამის ნაკლებობა. რაც უნდოდათ მაინც აკეთებდნენ იმას, მაგრამ ალბათ საფრთხეები დაინახეს და ეს განახორციელეს”
სანქცირებული ლევან მურუსიძის თავმჯდომარეობით იუსტიციის საბჭოს ახალი უფლებები ენიჭება. ცვლილებების მიხედვით, საბჭოს მკვეთრად უძლიერდება შესაძლებლობა, ელექტრონული განაწილების პროცესის მიღმა გადაწყვიტოს, რომელმა მოსამართლემ უნდა განიხილოს კონკრეტული საქმე.
კანონში შესული ცვლილებები საშუალებას აძლევს იუსტიციის საბჭოს, მოსამართლეს უკვე განაწილებული საქმე ჩამოართვას და სხვა მოსამართლეს გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს