მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ნელი დიასამიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 3200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.




