ბეწვის ქურქი, ბევრი კრიტიკა და ამბავი ფოტოებს მიღმა: კრიშტიანუ რონალდუსა და ს ისტორიული შეხვედრა – Marao

2025 წლის 18 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართული ოფიციალური ვახშამი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და -ის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
რონალდუ ვაშინგტონს ეწვია ს პრინც მოჰამმედ ბინ სალმანთან ერთად გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე დასასწრებად. რონალდუ უკვე რამდენიმე წელია საუდის კლუბ Al Nassr-ში თამაშობს, რაც მის მონაწილეობას ამ ვიზიტში დამატებით მნიშვნელობას ანიჭებდა.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე თეთრმა სახლმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წარწერა დაურთო – “Two GOATS. CR7 x 45/47”.
CR7 ამ ტიტულს კრიშტიანუ წლებია ატარებს, ხოლო „45/47“ მინიშნებაა ტრამპის პოლიტიკური სტატუსის – -ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი
ტრამპმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მისი ვაჟი, ბარონი, რონალდუს დიდი გულშემატკივარია და შეხვედრა მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. პრეზიდენტის განცხადებით, CR7 „საერთაშორისო სცენის უდიდეს პერსონას“ წარმოადგენს და მასთან შეხვედრა სიამოვნებად მიიჩნია.
“ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მოწვევისა და თბილი მიღებისთვის, რომელიც თქვენ და პირველმა ლედიმ გამიწიეთ მე და ჩემს მომავალ მეუღლეს! მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო და შთაგონება მივცეთ ახალ თაობებს. ავაშენოთ მომავალი, რომელიც განსაზღვრულია სიმამაცით, პასუხისმგებლობითა და გრძელვადიანი მშვიდობით.” – წერს კრიშტიანუ რონალდუ.