პაკისტანმა ირანიდან თავისი ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ განხორციელებულ თავდასხმას ორი ბავშვი შეეწირა სამხრეთ-დასავლეთის ბალოჩისტანის პროვინციაში.
გადაწყვეტილება 17 იანვარს გამოაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა – ერთ დღეში მას შემდეგ, რაც IRGC-ის მიერ ერბილის რეგიონზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვის ფონზე თეირანიდან ერაყმა გაიწვია ელჩი.
“გასულ ღამით ირანის მხრიდან პაკისტანის სუვერენიტეტის პროვოცირების გარეშე და ღიად ხელყოფა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევას”, – აღნიშნულია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ პაკისტანი “უფლებას იტოვებს, უპასუხოს ამ უკანონო აქტს” და თავდასხმის “შედეგებზე” პასუხისმგებლობა ეკისრება ირანს.
ირანის თავდასხმა განხორციელდა ბალოჩისტანის რეგიონში მდებარე სამიზნეებზე, რომლებიც, ირანის განცხადებით, დაკავშირებულია სუნიტურ ექსტრემისტულ ჯგუფ ჯაიშ ალ-ადლთან.