ფინანსთა სამინისტროს ხაზინის 2025 წლის 10 თვის საბიუჯეტო შესრულების მაჩვენებლების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ჯამურად აკრეფილი საგადასახადო მოცულობა 18 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის, ანუ 21.9 მილიარდი ლარის 82.5%-ია.
2025 წლის 10 თვის საგადასახადო მაჩვენებლები ასეთია:
– დამატებული ღირებულების გადასახადი – 6.62 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81.5%;
– საშემოსავლო გადასახადი – 6.2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 84%;
– მოგების გადასახადი – 2.3 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 76%;
– აქციზი – 2.15 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 81%;
– იმპორტის გადასახადი – 120.4 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 80%.

