კირ სტარმერი – უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნებისმიერი წინადადებას უკრაინის თანხმობა უნდა ჰქონდეს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„ალბათ, ნახეთ უკრაინის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რაც მათ პოზიციას აბსოლუტურად ნათელს ხდის. უკრაინის მომავალი უკრაინამ უნდა განსაზღვროს და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომლის ნახვაც ყველას გვსურს“, – აღნიშნა სტარმერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენკიმ ოფიციალურად მიიღო -სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს.
„უკრაინის პრეზიდენტმა პრინციპული საფუძვლები დახაზა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის და დღევანდელი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ გეგმის პუნქტებზე მუშაობაზე ისე, რომ ამან ომის ღირსეული დასასრული მოიტანოს. რუსული შემოჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ყველა შინაარსიან წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომლებსაც ნამდვილი მშვიდობის მოტანა შეუძლია“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია