შალვა პაპუაშვილი – ს ადვოკატების განცხადებაში ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული – „ავაზაკური რეკეტი“ და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე – მიზანი არის ივანიშვილზე ზეწოლა, რათა პოლიტიკური გავლენები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს

გუშინ ს ადვოკატების განცხადებაში ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული – „ავაზაკური რეკეტი“. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით , -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
„ვფიქრობ, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული – „ავაზაკური რეკეტი“. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ იმდენად ექვემდებარება გავლენებს სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი – ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და მიისაკუთრონ ყაჩაღურად და ა.შ. სინამდვილეში, ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ამ მცდელობებს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით. მათ შორის მაშინ, როცა ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო, გახსოვთ, -ის მაშინდელი ელჩი როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არმყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში ზუსტად ესეც იმაზე მიანიშნებს თუ რა ძალებია ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიქვაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია საკითხზე, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცესს უკავშირდება. კერძოდ, მისი თქმით, ამ დღეს გამოცხადდება ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე, საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინა დავა ადვოკატის თქმით, ივანიშვილის მხარის გამარჯვებით დასრულდა.