შალვა პაპუაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ქმედებები 2008 წელს ომით დასრულდა – ეს მოიტანა მათმა ქარაფშუტულმა ქცევამ, „კოკოითი ფანდარასტის“ სიმღერით და დოლით რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ

ხელის გულზე დევს, რომ 2006-2007 წლებში მიღებული გადაწყვეტილება იყო გარედან ნაკარნახევი და ეს იყო სხვა გარე ძალების გეოპოლიტიკურ თამი საქართველოს შესაწირ პაიკად ჩართვა – ფაქტობრივად, სეპარატიზმის ირიბი აღიარება მოხდა მაშინ ხელისუფლების მხრიდან და ესკალაცია, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და არ ფიქრობს იმაზე, მათი გადაწყვეტილებები ვის მოეწონება და ვის არა.
„2006 წელს, მაშინდელი ხელისუფლების, სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ხელშეწყობით, ცხინვალის რეგიონში ე.წ. ალტერნატიული სეპარატისტული ჩატარდა, რაც თავისი არსით უკვე იყო არამხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ ეს იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ღალატი, იმის გათვალისწინებით, მათ შორის, რაც შემდეგ მოჰყვა ამ ყველაფერს. 2006 წელს ჩატარდა უკანონო, ანტიკონსტიტუციური, სეპარატისტული , სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებითა და ხელშეწყობით. 2007-ში ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ადმინისტრაცია. 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ეს არის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი ქმედებებისა, რომელიც დასრულდა 2008 წლის ომით. ეს მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ქარაფშუტულმა ქცევამ. „კოკოითი ფანდარასტის“ სიმღერითა და დოლით რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ. ესე ქარაფშუტობით ქვეყანა რომ ომში შეიყვანეს, ეს არის იმის დასტური თუ რასთან გვქონდა საქმე სააკაშვილის რეჟიმის სახით. მნიშვნელოვანია, რომ ის რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ეს ჩვენს სამართლებრივ პოლიტიკურ ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება.
ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ჩვენი გადაწყვეტილებები არ ემყარება იმას ვის მოეწონება, ვის არა, ვის გაუხარდება და ვის ეწყინება. ჩვენ არ ვუყურებთ, ვინ როგორ უყურებს ჩვენს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვუყურებთ ქართველი ხალხი როგორ აღიქვამს ამ გადაწყვეტილებებს. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველი ხალხის რეაქციასაც ხედავთ.
ხელის გულზე დევს, რომ 2006-2007 წლებში მიღებული გადაწყვეტილება იყო გარედან ნაკარნახევი და ეს იყო სხვა გარე ძალების გეოპოლიტიკურ თამი საქართველოს შესაწირ პაიკად ჩართვა. პირველი ვინც ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხედა იყვნენ უცხოეთიდან დაქირავებული „ენჯეოები“. თავის დროზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაკეთდა ეს და ამავე დროს, გაკეთდა ისე, რომ ფაქტობრივად, სეპარატიზმის ირიბი აღიარება მოხდა მაშინ ხელისუფლების მხრიდან და ესკალაცია, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა. არ აღიარების პოლიტიკის ნაწილიც ესაა, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ არავინ გამოიყენოს. როდესაც ჩვენს სამართლებრივ სივრცეში ასეთი ტერმინი ირიბად არის დამკვიდრებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. სწორი არის ცხინვალის რეგიონი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.