ნიკა სიმონიშვილი – გზაზე კი აღარ არის საუბარი, უკვე ტროტუარზე გავლას უზღუდავენ მარშის მონაწილეებს, ეს სამართლის რომელ ნორმაში ჯდება? – თუ ტროტუარზეც შეეცდებიან შეზღუდვას, წინააღმდეგობა სხვა ფორმას მიიღებს

რეალურად, დღეს „ქართული ოცნების“ მდგომარეობა არის კედელში რომ წყალი ჟონავს – ხან ერთ ადგილს ააფარებ ხელს, ხან მეორეს, მაგრამ ის წყალი აუცილებლად სხვა ადგილას გამოჟონავს, – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სვიმონიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველების მიერ დაწესებული შეზღუდვები.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, თუ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვას შეეცდებიან, პროტესტი აუცილებლად სხვა ფორმას მიიღებს.
„პოლიცია აქციის მონაწილეებს აღარ აძლევს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას და ამიტომ აქციები გახდა უფრო მობილური – დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა. ეს პროტესტის იმდენად ეფექტური ფორმა აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, არ აწყობდათ თბილისის ქუჩებში ბევრ ადამიანს დაენახა პროტესტის შესახებ, ამიტომ სხვადასხვა ქუჩაზე უქმნიან წინააღმდეგობას აქციის მონაწილეებს.
28 ნოემბერს რას გააკეთებენ, როდესაც ათასობით ადამიანი კვლავ გამოვა ქუჩაში? ისევ შეეცდებიან, რომ ტროტუარზე დააყენონ პოლიციელები და შეკრება შეზღუდონ? ამას ხომ ვერ გააკეთებენ. 28 ნოემბერს ათასობით ადამიანი გამოვა და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ ათასობით ადამიანი აპროტესტებს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. რეალურად, ტროტუარზე გავლას უზღუდავენ ადამიანებს, რომლებიც მარშში მონაწილეობენ. გზაზე კი არ არის საუბარი. ეს სამართლის რომელ ნორმაში და ჩარჩოში ჯდება? სამართლის ვერცერთ ნორმას ვერ ასახელებენ, რომლითაც ტროტუარზე გადაადგილება არის შეზღუდული. „ქართული ოცნების“ კანონებშიც კი, ტროტუარზე პროტესტის გამართვა და გადაადგილება შეზღუდული არცერთ შემთხვევაში არ არის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის ცვლილებით მიიღო, ეს არის ისევ და ისევ მისი გაუაზრებელი, დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგი. რეალურად, დღეს „ქართული ოცნების“ მდგომარეობა არის კედელში რომ წყალი ჟონავს, ხან ერთ ადგილს ააფარებ ხელს, ხან მეორეს, მაგრამ ის წყალი აუცილებლად სხვა ადგილას გამოჟონავს. თუნდაც ის, რომ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვას შეეცადონ, ეს პროტესტი აუცილებლად სხვა ფორმას მიიღებს“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
მისი განმარტებით, უსაფუძვლოა სამართალდამცველების არგუმენტები იმის შესახებ, რომ ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის გადაადგილებისთვის.
„ეს არგუმენტი სამართლებრივად არანაირად ვარგისი არ არის რამდენიმე მიზეზის გამო – ეს არ არის შეკრება შეკრებით, ეს არის გადაადგილებით შეკრება და ამ ფორმით ხდება. თან ხდება მთაწმინდის, სოლოლაკის ქუჩებში, სადაც ვიცით, რომ ძალიან ვიწრო ქუჩებია, მოძრავია და ადამიანების საკმარისობაზე მითითება არავითარ შემთხვევაში არ არის ვალიდური. „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე კორდონი დააყენეს და ადამიანებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ, პროტესტმა ფორმა იცვალა და უფრო მეტად მობილური გახდა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან სასამართლოში შემოღებულ შეზღუდვაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შენობაში შესულ ნებისმიერ პირს ტექნიკის [ლეპტოპი, მობილური თუ სხვ.] სპეციალურად დამონტაჟებულ სათავსოში დატოვება მოუწევთ. ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, სასამართლო პროცესებიდან ინფორმაცია არ გავიდეს, რაც არ მოხდება.
„აქ ძირითადი სამიზნე იყო ის, რომ არანაირი ინფორმაცია პროცესიდან არ უნდა გამოსულიყო. ამიტომ, მათ გადაღება-ჩაწერა შეზღუდეს, მაგრამ LIVE ბლოგების, თუ სხვადასხვა ფორმების მეშვეობით ინფორმაცია პროცესებიდან მაინც ოპერატიულად გამოდის. მთელი ამბავი ისაა, რომ რაც უფრო მეტად გიკრძალავენ ინფორმაციის მიღებას, მით უფრო მეტად გაინტერესებს ეს ინფორმაცია. მაგალითად, მედიასაც რომ არ შეატანინონ ტელეფონი, ის ინფორმაცია იქიდან მაინც გამოვა. მაშინ გამოდის, რომ პროცესზე შესვლა საერთოდ უნდა შეზღუდონ. შეიძლება ინფორმაციის გამოსვლას 1-2 სთ დააგვიანდეს, მაგრამ ე ს ინფორმაცია მაინც ხომ გამოვა? ამიტომ ვთქვი, რომ „კედელში მჟონავი“ პრინციპი არის აქ. რაც არ უნდა რეგულაციები დააწესოს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ინფორმაცია აუცილებლად გამოვა. რეალურად, „ქართული ოცნების“ კანონები, კანონები არ არის. ეს არის ერთი ადამიანის ხუშტური, რომელიც რაღაცას იტყვის და ეს უნდა შესრულდეს. ერთმა ადამიანმა თქვა, რომ პროცესზე ტექნიკური საშუალებები არ უნდა შევიდეს და არავის უფიქრია, რომ მხარეებს, პროკურორებს, ადვოკატებს ყველას შეეხება. მაშინ მოსამართლესაც არ უქნა ჰქონდეს. რა პრინციპია? საეროდ რომელი საუკუნეა, რაზე ვლაპარაკობთ? კარგი, ქაღალდს და ფურცელს შევიტან, მერე ესეც რომ ამიკრძალონ?“ – განაცხადა სიმონიშვილმა.
ამასთან, მან აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირების საკითხზე, -ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებიც შეაფასა. ნიკა სიმონიშვილის აზრით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ პროტესტთან მიმართებით უნდა დავინახოთ, არამედ შევხედოთ, როგორც თავდაცვითის საშუალებების აკრძალვას.
„ეს უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებით ქალთა მიმართ მრავლობითია დანაშაული. ერთი შემთხვევა მაინც დაასახელოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როდესაც ასეთი თავდაცვის საშუალებები, ან ელექტროშოკი, ან „წიწაკის სპრეი“ გამოყენებული ყოფილა ვინმეს თავდასასხმელად ან არამიზნობრივად“,-განაცხადა მიმინოშვილმა.
გარდა ამისა, მან საჯარო სკოლებში ახალი პროექტის დაწყებაზეც ისაუბრა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია იქნება. ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროპაგანდის ნაწილია.
„ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავინახავდი საგანმანათლებლო მიზნების მატარებლად. ეს არის პროპაგანდის ნაწილი. თუ უნდათ საზოგადოებას აჩვენონ სიმართლე პოლიციის საქმიანობის შესახებ, მაშინ აჩვენონ, გურამ როგავას როგორ ურტყამს სპეცრაზმელი ან თუნდაც რუსთველის გამზირზე რას აკეთებდა სპეცრაზმი ერი წლის წინ, როგორ აკავებენ უკანონოდ ადამიანებს. აი,ეს უკანონო ფაქტები არის -ის რეალური სახე“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ