ვანო წერეთელი – სანქციებზე ივანიშვილი კიდევ უფრო გაბრაზდება და ეს გაბრაზება საკუთარი კარის მილიონერებზე გადავა – ეშინოდეთ მათ, ვისაც ჰგონია, რომ ხალხის ფული შერჩება

სანქციების გამო ივანიშვილი კიდევ უფრო გაბრაზდება და ეს გაბრაზება საკუთარი კარის მილიონერებზე გადავა, რომლებიც მან „გაამილიონერა“ – ამ ფულის კომპენსაციას მათ ხარჯზე მოახდენს, ამიტომ, ეშინოდეთ მათ, ვინც მონურად ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ჰგონია, რომ მასავით არაწესიერი გზით რომ შოულობენ საქართველოში ხალხის ფულს, შერჩებათ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვანო წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს ადვოკატის, თემო წიქვაძის წერილი შეაფასა.
როგორც წერეთელმა განაცხადა, ს გაბრაზებას „უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს თავად ივანიშვილიც და ის გუნდიც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს“.
„ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მთავარი არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში, ფულია. ამიტომ, ის ახლა ძალიან გაბრაზდება და ეს გაბრაზება, საბოლოოდ, ჩვენამდეც აღწევს. ჩვენამდე არა მხოლოდ ქუჩაში მდგომ ხალხამდე, არამედ მის ე.წ. მილიონერებზე. ამ გაბრაზებას, როგორც ჩანს, უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს, თავად ბიძინა ივანიშვილიც და ის გუნდიც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. ზოგადად, არ შეიძლება არაწესიერი გზით მოპოვებული თანხის განთავსება იქ, სადაც განათავსეს. შანტაჟის ენით საუბარი არ შეიძლება ისეთ თავისუფალ სამყაროსთან, როგორიც არის , შვეიცარია, ევროკავშირი და ა.შ. ეს არ არის სწორი.
ასევე, არ შეიძლება ქართველი ხალხზე, საქართველოს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე შანტაჟის ენით ლაპარაკი, რათა საკუთარი არაწესიერი და არაკანონიერი გზით ნაშოვნი ფული უკან დაიბრუნო. ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია [ფული] და ყველაფერს გამოიყენებს, მათ შორის, საქართველოს რეალობასაც, რომ ეს ფული ამოიღოს. როდესაც ქვეყნის მიტაცებული ძალაუფლების ბატონ-პატრონის, ყოველ შემთხვევაში ასე იბრალებს, ერთადერთ მიზნად საკუთარი ფული, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა აქვს დასახული, რა თქმა უნდა, მისი ეს გაბრაზება საკუთარი კარის მილიონერებზე გადავა. არაერთი ადამიანი დაიჭირა, რომელიც რეალურად, მან „გაამილიონერა“. ახლა, როდესაც ის ვერ ამოიღებს და წვდომა არ ექნება იმ ფულთან, რომელიც შვეიცარიულ ბანკებში აქვს განთავსებული, ამ ფულის კომპენსაციას საკუთარი კარის მილიონერების ხარჯზე მოახდენს. უპირველესად, ეშინოდეთ მათ, ვინც მონურად ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ჰგონია, რომ მასავით არაწესიერი გზით რომ შოულობენ საქართველოში ხალხის ფულს, შერჩებათ“,- განაცხადა ვანო წერეთელმა.
მისივე თქმით, ადვოკატის წერილში იკითხება ისიც, რომ „ბიძინა ივანიშვილზე -ის სანქციები მოქმედებს“.
მისივე შეფასებით, თუ კი ბიძინა ივანიშვილი „არ მოეგება გონს, არ დათმობს ძალაუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს, არ დაანებებს თავს საქართველოში დემოკრატიის განადგურებას, მაშინ ეს სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება“.
„ამავე განცხადებაში ჩანს ის ქვეტექსტი, რისიც ივანიშვილს ეშინია. რა თქმა უნდა, ამაზე ბევრს არ ისაუბრებენ, რადგან ივანიშვილს არ უნდა ხალხს დაანახოს, რომ აშშ-ის სანქციები მასზე მოქმედებს და მუშაობს. მისი მთავარი ნარატივია, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციასთან [ურთიერთობას] დაალაგებს და რომ ის, რაც მოხდა, ყველაფერი ბაიდენის ბრალია. ეს არის, ერთი მხრივ ტყუილი და მეორე მხრივ, სიბეცე. არ მუშაობს ასე აშშ-ის სისტემა. ფაქტია, ამ ხნის განმავლობაში, რაც ტრამპი ხელისუფლებაშია, ვნახეთ, რომ ვერც ერთი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილმა წინ ვერ გადადგა ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის. ამიტომ, თავად ეს ადვოკატის განცხადება ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია და უფრთხის, ერთი მხრივ, იმ სანქციებს, რომელიც აშშ-იდან მოდის და მეორე, ეშინია ამაზე ღია საუბრის. უბრალოდ მეტი გზა არ აქვს, მან ეს განცხადება უნდა გააკეთოს, რომ არ შეაშინოს მის გარშემო მყოფი საზოგადოება, რომელსაც უმტკიცებს, რომ არაფერი პრობლემა არ შეიქმნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სანქციები მათ დაუწესდებათ. ეს არის საფრთხე, რომელსაც გრძნობს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მთელი მისი „ქოცური“ ელიტა, რომელიც ამ მაფიოზური, კლანური სახით „ფულის გაკეთებაშია“ ჩაბმული. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციის არ განმტკიცებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაღრმავდება. ეს არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ თვალსაზრისით, რომ სანქციები ნამდვილად მუშაობს და ის არის ძალიან ეფექტიანი. თუ კი ბიძინა ივანიშვილი არ მოეგება გონს, არ დათმობს ძალაუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს, არ დაანებებს თავს საქართველოში დემოკრატიის განადგურებას, მაშინ ეს სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება და გამკაცრდება. არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მის გარშემო მყოფებისთვის“,- განაცხადა წერეთელმა.