უკრაინაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ამერიკულ-რუსულ სამშვიდობო გეგმებზე საუბრის სავარაუდო მიზნებსა და მიზეზებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, ჯერ დასავლური პრესა ახმაურდა ტრამპმა ამერიკა-რუსეთის უკრაინაში ომის დასრულების 28 პუნქტიანი სამშვიდობო მოიწონაო.
შემდეგ, რუსულმა მედიამ გაასაჯაროვა ამერიკა-რუსეთის მიერ შემუშავებული ე.წ. სამშვიდობო გეგმა. სხვების მსაგავსად მეც გავეცანი რუსული მედიის მიერ გავრცელებულ შეთანხმებულ ტექსტს. პრაქტიკულად, რუსეთი უკრაინისაგან და დასავლეთისგან იმავეს ითხოვს, რასაც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე ითხოვდა.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამერიკულ-რუსულმა უკრაინაში ომის დასრულების 28 პუნქტიანმა გეგმამ?
– დიახ, უიტკოფისა და დმიტრიევის მიერ შეთანხმებულ ე.წ. სამშვიდობო გეგმაში სიახლე არაფერია. ამ გეგმაშიც საკმაოდ ბევრია ძველი რუსული თეზისები. რატომ მოხდა ე.წ. შეთანხმებაზე ახლა საუბარი და მედიის დაინტერესების გამოწვევა, ესაა საინტერესო.
ჩემი აზრით, ამ თემაზე დაწყებულ მსჯელობას აქვს თავისი მიზეზი. პუტინსაც სჭირდება ტრამპთან კონტაქტი და იმგვარი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ცდილობენ უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებს. პუტინს ეს სჭირდება იმისთვის, რომ დააწყნაროს რუსული ბიზნესი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო და კიდევ იმისთვის, რომ რუსეთის მოსახლეობა უკრაინაში წარმოებული ომის გამო გადაღლილია.
რაც შეეხება ტრამპს. ტრამპი არის სიტუაციაში, როცა მას სჭირდება საშინაო პოლიტიკაში შექმნილი რამდენიმე კრიზისის დაძლევა. ერთ ერთი ასეთი კრიზისი ეხება ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებულ სკანდალს, რომლის გასაჯაროებას საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს.
იმის გამო, რომ რესპუბლიკურ პარიაშიც არის უკმაყოფილება ეპშტეინის ფაილების გამო, ამიტომ დემოკრატები ამბობენ რომ ახლა ტრამპი უკვეა „კოჭლი იხვი“. მათივე მტკიცებით, თავის საპრეზიდენტო ვადაში ტრამპი უკვე ვერ იქნება სრულფასოვანი პრეზიდენტი და „კოჭლ იხვად“ დარჩება.
როგორც ჩანს, ტრამპმა იცოდა რომ უკრაინაში კორუფციის გახმაურებულ თემებზე სკანდალი დაიწყებდა და ამერიკულ-რუსულ სამშვიდობო გეგმებზე საუბრით დროებით გადაიფარა როგორც ეპშტეინის ფაილების სკანდალი, ისე ვენესუელასთან დაკავშირებით არსებული ვითარება
ტრამპს ასევე აქვს გადასალახი მეორე კრიზისი, რომელიც თავად შექმნა და უკავშირდება ვენესუელის პრობლემას. მას შემდეგ რაც ტრამპის განკარგულებით ვენესუელის საზღვართან აშშ საზღვაო ძალები იქნა განლაგებული, ვითარება საკმაოდ დაძაბულია და ტრამპს უკან დასახევი ახლა არც აქვს.
ასეთ სიტუაციაში ტრამპს დასჭირდა რომ მედიამ ყურადღება გადაიტანოს სხვა პრობლემებზე. როგორც ჩანს, ტრამპმა იცოდა რომ უკრაინაში კორუფციის გახმაურებულ თემებზე სკანდალი დაიწყებდა და ამერიკულ-რუსულ სამშვიდობო გეგმებზე საუბრით დროებით გადაიფარა როგორც ეპშტეინის ფაილების სკანდალი, ისე ვენესუელასთან დაკავშირებით არსებული ვითარება.
– ამ სკანდალების ფონზე ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბევრი კი ისაუბრა იმაზე თუ რა წარმატებები აქვს მის ადმინისტრაციას – „რვა ომის შეჩერებაში“, მისი ადმინისტრაციის „ყველაზე პროდიქტიულობაზე აშშ-ს ისტორიაში“, მაგრამ, პრაქტიკულად არც ერთ კრიტიკულ თემაზე მას რეალური და გონივრული პასუხი არ გაუცია.
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ 10 თვეა გასული და ვხედავთ, რომ ომის შეწყვეტის შეჩერებაზე დაპირებების მიუხედავად ტრამპმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ მიაღებინა გადაწყვეტილება.
ასეთ ვითარებაში ამერიკულ-რუსული 28 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობას აზრი არც აქვს…
– ტრამპიც და პუტინიც უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალს იყენებენ იმისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ ზელენსკიზე. როგორც ჩანს, ორივე თვლის რომ ზელენსკიზე ზეწოლისთვის ახლა ხელსაყრელი დროა.
მაგრამ, გამოდის პირიქით, იმიტომ რომ ზელნსკის სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა დაიცვას უკრაინის ინტერესები. თუ ზელენსკიმ უკან დაიხია, მას კორუფციულ სკანდალებსაც დააბრალებენ და რუსეთისთვის უკრაინის „ჩაბარებას“. ზელენსკი იძულებულია ბოლომდე იბრძოლოს.
– კორუცფიული სკანდალების გამო ზელენსკის ახლა მანევრების ნაკლები შესაძლებლობა აქვს, მაგრამ, თუ კორუფციაზეა საუბარი, პუტინის რუსეთში რომ კორუფციაა ისეთი უნდა, მაგრამ, ამაზე რუსეთშიც და დასავლეთში არავინ საუბრობს.
ბევრი თვლის, რომ რომ რუსულ-ამერიკულ შეთანხმებაზე დაწყებული საუბარი „სპეცოპერაციას ჰგავს“, რაც ზელენსკის მთავრობის დათხოვნის, კორუფციის გამოძიების და პარლამენტში ევროვნული ნდობის ახალი მთავრობის შექმნის შესაძლებლობას მისცემს…
– ასეც გამოდის. სავარაუდოა რომ უკრაინაში ახალი მთავრობა დაინიშნება, რომელიც ფულის ხარჯვაზე თამაშის ახალ წესებს დააწესებს.
პრინციპში, უკრაინაში კორუფციის თემაზე აგორებული სკანდალის ფონზე ამერიკულ-რუსულ შეთანხმებაზე საუბარი არის ზელენსკისთვის კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობაცაა.
უკრაინაში კორუფციის თემაზე აგორებული სკანდალის ფონზე ამერიკულ-რუსულ შეთანხმებაზე საუბარი არის ზელენსკისთვის კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობაცაა
– მოდით ისევ ამერიკულ-რუსული თითქოს შეთანხმების თემას დავუბრუნდეთ. საუბარია რუსეთისთვის აქამდე დაწესებული სანქციების მოხსნაზე, მაგრამ, ოკუპირებული ტერიტორიები რუსებს რჩება, დონეცკში რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად უნდა იქნას აღიარებული. ამის პარალერულად უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე და მის უსაფრთხოებაზე აშშ იზრუნებს.
რუსულ-უკრაინული ომი იმ სტადიაშია, ვგულისხმობ ამ ომში ევროპის წამყვანი ქვეყნების მონაწილეობას, ევროპა ამ პროცესისაგან გვერდზე ვერ დადგება…
– ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს რომ ევროპა მხარს არ დაეჭერს უკრაინის კაპიტულაციას. ასე რომ ევროპა რუსეთ-უკრაინის ომის იმ სცენარით დასრულებას არ დაეთანხმება, რაზეც საუბარია ე.წ. ამერიკულ-რუსულ შეთანხმებაში. თუნდაც იმიტომ, რომ ამ გეგმაში ახალი არაფერი არ არის.
ჩემი აზრით, ორივე მხარე შეცდა იმაში, როცა თქვა, რომ მათ შემუშავებული აქვთ ომის დასრულების 28 პუნქტიანი გეგმა. შეთანხმება რომ 2, ან 5 პუნქტიანი ყოფილიყო, მეტ-ნაკლებად რეალისტური იქნებოდა. როგორც ჩანს, ორივე მხარე ცდილობდა მედიაეფექტის მიღწევას.
ჩემი აზრით, ორივე მხარე შეცდა იმაში, როცა თქვა, რომ მათ შემუშავებული აქვთ ომის დასრულების 28 პუნქტიანი გეგმა. შეთანხმება რომ 2, ან 5 პუნქტიანი ყოფილიყო, მეტ-ნაკლებად რეალისტური იქნებოდა. როგორც ჩანს, ორივე მხარე ცდილობდა მედიაეფექტის მიღწევას
პუტინს უნდა დააბრალოს უკრაინას რომ ზელენსკის არ უნდა მშვიდობა. ტრამპისთვის კი მთავარია გადაფაროს ეფშტეინის ფაილებთან დაკავშირებით ამერიკაში ატეხილი სკანდალი.
– რაც არ უნდა აბრალოს პუტინმა ზელენსკის არ უნდა მშვიდობაო ფაქტი ისაა, რომ პუტინს ვერ მიაღებინეს გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ…
– რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტში უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იმაზე მეტი ხარჯებია ჩადებული, ვიდრე 2025 წელს იყო. მაგრამ, ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთში ორი ბანაკია – „ქორების“ და „მტრედების“.
საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი „ქორების“ გუნდის წარმომადგენელია, ხოლო „მტრედების“ გუნდს წარმოადგენს კირილ დმიტრიევი, რომელიც გახლავთ პუტინის შვილის ეკატერინა ტიხონოვას დაქალის ქმარი. თავად კირილ დმიტრიევი კი რუსული დიდი ბიზნესის წარმომადგენელია.
ევროპული და განსაკუთრებით ამერიკული ეკონომიკური სანქციების გამო რუსული ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია. პუტინს უნდა დააწყნაროს ბიზნესის წარმომადგენლები რომ მას ტრამპთან კავშირები აქვს და თავად ცდილობს უკრაინაში ომის დასრულებას. როგორც ჩანს, პუტინმა ამიტომ წამოწია წინ ე.წ. „მტრედები“.
ევროპული და განსაკუთრებით ამერიკული ეკონომიკური სანქციების გამო რუსული ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია. პუტინს უნდა დააწყნაროს ბიზნესის წარმომადგენლები რომ მას ტრამპთან კავშირები აქვს და თავად ცდილობს უკრაინაში ომის დასრულებას. როგორც ჩანს, პუტინმა ამიტომ წამოწია წინ ე.წ. „მტრედები“ ვენესუელის კრიზისი ახლა ისეთ ფაზაშია, არაა გამორიცხული ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების გეგმებზე საუბარი რუსეთის გასანეიტრალებლად დასჭირვებოდა
პუტინი ამას იმიტომ აკეთებს რომ შემდეგ თქვას, მე მშვიდობა მინდა, მაგრამ ომი უნდა ზელენსკის, ევროპას და ასე შემდეგ. ამერიკულ-რუსულ სამშვიდობო გეეგმაზე ევროპის რეაქციის გათვლა რთული არ იყო. ახლა პუტინი ცდილობს რუსეთში „ქორებისა“ და „მტრედების“ ბანაკები დააბალანსოს. თან კი თავად აგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ამერიკულ-რუსულ შეთანხმებებზე მედიაში ატეხილი სკანდალი, რომელსაც ომის დასრულების გეგმებთან არაფერი საერთო არ აქვს, ეს ხმაური ტრამპსაც სჭირდებოდა და პუტინსაც. პუტინი იტყვის უკრაინა და ევროპა ხელს გვიშლიან, ამიტომ ომი უნდა გავაგრძელით.
არის კიდევ ერთი მომენტი, სავარაუდოდ, თუ რაში დასჭირდა ტრამპს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ამერიკულ-რუსულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ხმაური. ვენესუელის კრიზისი ახლა ისეთ ფაზაშია, არაა გამორიცხული ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების გეგმებზე საუბარი რუსეთის გასანეიტრალებლად დასჭირვებოდა.
ერთი მხრივ, ტრამპი ვითომ მხარს უჭერს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაჟღერებულ სამშვიდობო გეგმას, მაგრამ, ტრამპის ბრძანებით უკრაინამ ამერიკული რაკეტებით დაარტყა რუსეთს. გრძელდება რუსულ ნავთობზე ამერიკული სანქციები, ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდებაც გრძელდება
ტრამპი მადუროსთან ან უნდა შეთანხმდეს, ან ომი უნდა დაიწყოს. ამაში რომ რუსეთი არ ჩაერიოს, ტრამპს უნდა დროებით რუსეთის განეიტრალება. რუსეთი ამ კონფლიქტში ღიად არ ჩაერევა, მაგრამ, შესაძლოა, იარაღი მიაწოდოს, ან კერძო სამხედრო კომპანიები გაუშვას ვენესუელაში. თუ იქ საომარი მოქმედებები დაიწყო, არაა გამორიცხული აშშ ვენესუელასთან ომში ხანძლივი აღმოჩნდეს.
– რაც ბრძანეთ გასაგებია, მაგრამ, მაინც ბოლომდე გაუგებარი უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოზიცია…
– ერთი მხრივ, ტრამპი ვითომ მხარს უჭერს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაჟღერებულ სამშვიდობო გეგმას, მაგრამ, ტრამპის ბრძანებით უკრაინამ ამერიკული რაკეტებით დაარტყა რუსეთს. გრძელდება რუსულ ნავთობზე ამერიკული სანქციები, ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდებაც გრძელდება.
ტრამპს შეხვედრა ჰქონდა საუდის არაბეთის პრინცთან, ეს ქვეყანა რუსეთის კონკურენტია ნავთობის ექსპორტში. საუდის არაბეთი ინდოეთისთვის ნავთობის მიწოდების ფასდაკლებაზე წავიდა. უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის და აშშ-ს პოლიტიკა არ იცვლება, პრაქტიკულად, ვენესუელასთან კრიზისის გამო ტრამპს რუსეთთან მიმართებაში მანევრი დასჭირდა.
რესპუბლიკელების ნაწილი უკვე აღარ უჭერს მხარს ტრამპს. როცა იგი პრეზიდენტი გახდა, მას კონგრესიც უჭერდა მხარს და მას რეიტინგი ჰქონდა. ამის გამო დემოკრატები მას დიქტარორს უწოდებდნენ. ახლა ტრამპი რესპუბლიკელების მხარდაჭერას კარგავს. ამიტომაცაა რომ დემოკრატები ამბობენ – ახლა ტრამპი „კოჭლი იხვია“ და ვიდრე პრეზიდენტობის ვადას არ ამოწურავს ასე იქნება
თუ ამას ამერიკაში ეფშტეინის ფაილებთან დაკავშირებით სკანდალს დავამატებთ, ყველაფერი ცხადადაც კი ჩანს. „ეფშტეინის ფაილების“ სკანდალი არა მარტო ტრამპისთვის, არამედ აშშ-ს პოლიტიკური კლასისთვის დიდი გამოწვევაა. თან ისეთი, რომ ახლა არავინ იცის თუ რა შედეგით დასრულდება იგი.
როგორც ცნობილია, ფაილები საკმაოდ ბევრია. ამერიკულ-რუსულმა სამშვიდობო გეგმაზე საუბარმა ამერიკაში ამ თემაზე ატეხილი სკანდალი დროებით გადაფარა.
– გავრცელებული ინფორმაციით ტრამპმა ხელი მოაწერა ეფშტეინის ფაილების გასაჯაროებას. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ფაილები სრულად გასაჯაროვდეს?
– ამ თემაზე არის კიდევ ერთი ბიუროკრატიული მომენტი. ტრამპმა პროკურორს ეფშტეინისა და დემოკრატების ურთიერთობაზე გამოძიების დაწყება დაავალა. ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს ფაილების ნაწილი ვერ გაიხსნება.
ახლა ტრამპის ამოცანაა თავის თავი დაიცვას და რესპუბლიკური პარტია. ეფშტეინის ფაილებში რესპუბლიკელებიც არიან და დემოკრატებიც. ამის გამო ახლა რესპუბლიკურ პარტიაში კრიზისია.
რესპუბლიკელების ნაწილი უკვე აღარ უჭერს მხარს ტრამპს. როცა იგი პრეზიდენტი გახდა, მას კონგრესიც უჭერდა მხარს და მას მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამის გამო დემოკრატები მას დიქტარორს უწოდებდნენ. ახლა ტრამპი რესპუბლიკელების ნაწილის მხარდაჭერას კარგავს. ამიტომაცაა რომ დემოკრატები ამბობენ – ახლა ტრამპი „კოჭლი იხვია“ და ვიდრე პრეზიდენტობის ვადას არ ამოწურავს ასე იქნება.
რადგან ახლა ტრამპი „კოჭლი იხვია“, თუ მან გადაწყვიტა ამერიკულ-რუსული სამშვიდობო გეგმის განხორციელება, მას ამ საკითხში საკმაოზე მეტად გაუწევენ ოპონირებას. თუ ახლა ტრამპი ერთდროულად მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, და თან მხარს უჭრს ე.წ. „სამშვიდებო გეგმას“, ეს გახლავთ აბსურდული სიტუაცია.
რომ შევაჯამოთ, ასე ვიტყვი – უკრაინის მიმართ ტრამპის რეალური პოლიტიკა ისეთია, როგორიც იყო. ეს მედიასკანდალი მაქსიმუმ ორი კვირა გაგრძელდება და შემდეგ სხვა სკანდალებს მოიფიქრებენ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




