მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ხალიბეგ მაგამედოვს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე ხალიბეგ მაგამედოვი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე დავით მაკარაძემ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ

ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პროცესზე – აქ რა მინდა, არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია – ცოტნე მირცხულავასა და ლუკა ჭოხონელიძის დაკავების კადრებს ვიღებდი, როცა გავიგონე ლაშა სალუქვაძის წამოძახილი: „ეგეც მიაყოლეთო“