უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ოთხი წელი გავიდა და არანაირი რეალური ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მოსკოვს მშვიდობა სურს, – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ინდო-წყნარი ოკეანის მე-4 მინისტერიალის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს რომ ნამდვილად სდომოდა მშვიდობა, ის დათანხმდებოდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან დევს მაგიდაზე.
კალასმა ხაზი გაუსვა, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ, რუსეთის თავდასხმებს კიდევ 26 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„მხარს ვუჭერთ ნებისმიერ გეგმას, რომელიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკისთვის წარდგენილ სამშვიდობო გეგმას, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით : იმისთვის, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ იმუშაოს, ის უკრაინისა და ევროპელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა კალასმა.




