– ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო

ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი უცხოურ დოკუმენტებსა თუ ტექსტებში დაწერილი “სამხრეთ ოსეთის” ტერმინს ეწინააღმდეგებოდნენ და მისივე თქმით არ შეიძლება, რომ ეს ტერმინი საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებობდეს.
“როდესაც უცხოურ დოკუმენტში, ან ტექსტში ვკითხულობდით ტერმინს “სამხრეთ ოსეთი”, ჩვენ ამას ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით და არ შეიძლება, რომ ეს ჩვენივე სამართლებრივ სივრცეში გვქონდეს.ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა “იმედი LIVE“ ეთერში.