თორნიკე რაზმაძე: მოქმედი ფეხბურთელობის დროს, ვინ დასდევდა სააკაშვილს გადაცემაში ჩიხუახუასავით, კალაძე (ვიდეო)

პარტიული კლიპი ვახსენეთ, ასეთი რამე არ გვახსენდებაო, მაგრამ გვახსენდება. მოქმედი ფეხბურთელობის დროს, ვინ დასდევდა სააკაშვილს გადაცემაში ჩიხუახუასავით, კალაძე, სანამ რბილ “ლ“-ს გაასწორებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თორნიკე რაზმაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ხალხის ბრაზი ფეხბურთელებისკენ კი არა, კალაძის და კიდევ რამდენიმე ადამიანისკენაა მიმართული, რომლებსაც ფეხბურთელები ფაქტობრივად მძევლად ჰყავთ აყვანილი.“

ახლა ვითხოვთ, რომ უსამართლობა და ძალადობა რომ ხდება, ამოიღონ ხმა. ოღონდ ფეხბურთელებზე არ ვარ გაბრაზებული, ჩემი ბრაზი იმისკენაა, რომ კალაძეს და კიდევ რამდენიმე კაცს ფეხბურთელები ფაქტობრივად მძევლად ჰყავთ აყვანილი, პირზე ხელი ააფარეს. ნაკრები რომ წარმატებას მიაღწევს, კადრში ესენი უნდა აჩვენონ, გასახდელში ესენი უნდა ჩავიდნენ, საარჩევნო კლიპში ესენი გადაიღონდა  საწყალი, ნაცემი ზვიო რომ ეგდო ძირს და პოლიციელი წიხლს ურტყამდა, სტორი გამოაქვეყნა მამარდაშვილმა და ატეხეს ერთი ამბავი, ტროლები შეუსიეს და ნაცები ეძახეს ფეხბურტელებს, – განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.<

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა – მორალის კითხვა ამ ხალხისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო