ჭყვიტინა სათამაშოს გამო, პოლიციამ აქციების მონაწილე დააკავა

ჭყვიტინა სათამაშოს გამო, პოლიციამ აქციების სტაჟიანი მონაწილე დააკავა. ნერვებმა გელა გელაძის თანამშრომლებს მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოქალაქე ჭყვიტინა ქათმით პოლიციის წინ დადიოდა. სხვა არანაირი კომუნიკაცია პოლიციასთან არ ჰქონია.

როგორც ჩანს ჭყვიტინა საბავშვო სათამაშო დანაშუალის იარაღად იქცა.

ასევე, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიხეილ ზაქარეიშვილი დააკავეს.

მოქალაქეები საპროტესტო აქციას ისევ პარლამენტთან აგრძელებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიციაც. გზის ორივე მხარეს საპოლიციო კორდონია მოწყობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა – მორალის კითხვა ამ ხალხისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო