მერაბ მეტრეველი: მორალს რომ გვიკითხავს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ერთიანობა? (ვიდეო)

ირაკლი რომ მორალს უკითხავს ვიღაც-ვიღაცებს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ეს ერთიანობა?, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხდა.

მისი თქმით, “სწორედ მმართველმა გუნდმა გააკეთა ის, რომ ქვეყანა 2 ნაწილად გაყო და ხალხი ერთმანეთთან დააპირისპირა.“

რომ მორალს უკითხავს ვიღაც-ვიღაცებს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ეს ერთიანობა, ვინ გაყო საქართველო 2 ნაწილად, ვინ მოკლა საქართველოში სიხარული 2 დღეში, ჩვენ გავაკეთეთ ეს? ან ოპოზიციამ? ეს ხომ ხელისუფლებამ გააკეთა, მაშინ როცა მთელი ქვეყანა პოლიტიკაზე საერთოდ არ ფიქრობდა, დარაზმული იყო ამ ხალხის ირგვლივ, ამ ბიჭების სიყვარულით ცხოვრობდა, ევროპის ჩემპიონატს ელოდებოდა, გამოვიდნენ და თავიანთი სიტყვა, კანონს რომ გავიტანთ, აღარ შემოვიტანთო, ამ დიდი გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ეს რუსული კანონი უკან შემოაბრუნეს. ქვეყანა გაყვეს ორად და ერთამენთს დაუპირისპირდნენ,- განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა – მორალის კითხვა ამ ხალხისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო