პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. გუშინდელი დაკავებების გამო, ორგანიზატორებმა მსვლელობის მონაწილეებს მიმართეს, რომ არავითარ კონტაქტში არ შესულიყვნენ სამართალდამცველებთან.
მარშის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებს ეძღვნებათ.
პროტესტის მარშრუტი უცნობია. მსვლელობის ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს გზადაგზა შეატყობინებენ მსვლელობის მიმართულებას.
„საქართველო ადექი, აჯანყდი!“ „ძირს რუსული რეჟიმი!” – სკანდირებენ ისინი.
აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან დარჩა და პროტესტს ტრადიციულ ლოკაციაზე აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს