ქრთამის აღების ბრალდებით “თბილსერვისის” თანამშრომელი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელი დააკავა. უწყება მას ქრთამის აღებას ედავება.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, “თბილსერვის ჯგუფის” შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გარემოვაჭრეებისგან იღებდა ქრთამს. კონკრეტულად, ის მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს წინასწარ ააწვდიდა ინფორმაციას კონტროლის ღონისძიების ჩატარებაზე, რათა დაჯარიმებისგან აერიდებინათ თავი. სანაცვლოდ, გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირისგან ის ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.
საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მოიპოვა სავარაუდო დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც