რა ხდება ხულო–ზარზმის გზაზე? – “არაა პრობლემა, მაინც თოვლია” – ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარი ჟურნალისტის წერილზე

დიდი უსამართლობაა ეს, მხოლოდ წერეთლის გამზირზე რომ ატეხეთ შაყირობები
აგე ჩვენთან ხულო-ზარზმის გზა შენდება ქვის ხანიდან მოყოლებული და რაც იყო, ისიც გააპარტახეს. და მაგ კომპანასაც შეუწყვიტეს ხელშეკრულება. პროვინცია რომ ვართ, მაგიტომ გვჩაგრავთ?
ოკ, მოგინდებათ გოდერძი და გომარდული, დაგხვდებით შუახევის დასაწყისში, დამეწყრილ ფერდობებთან მიგიმწყვრევთ.
კომენტარებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი, ასლან თავართქილაძე, წერს:
ჩვენდა სასიხარულოდ, ხულო-ზარზმის გზის ზარზმა-გოდერძის მონაკვეთი დასრულებულია. ხულო-გოდერძი წელს დასრულდება და შეურთდება დასრულებულ ნაწილს. გაიწელა, გეთანხმებით.
ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
2018 წლიდან ვწერ მაგაზე და კი უნდა დამეთანხმოთ.
კომენტარებში წერენ, რომ კიდევ ერთი ტენდერი ჩავარდა, ამ მონაკვეთზე შესასრულებელ სამუშაოებზე და ასლან თავართქილაძე პასუხობს, რომ არაა პრობლემა, ასეც რომ იყოს, რადგან მაინც თოვლია:
ორი სახის სამუშაოებია ამ მონაკვეთზე (ხულო-გოდერძი). ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ ასრულებს სამუშაობს, რადგან მეწყერის დროს ბევრი მონაკვეთები ჩამოიშალა, მასზეა ტენდერი გამოცხადებული. ამ სამუშაობს სხვა კომპანია შეასრულებს. ტენდერის ჩავარდნა არ გამიგია. არაა პრობლემა თუ ასეა, ეხლა თოვლია და მაინც ვერ დაიწყება. ხელახლა გამოცხადდება.