პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 358-ე დღესაც მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
პარლამენტთან საპოლიციო კორდონია მოწყობილი, რათა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა არ გადაკეტონ.
ამის გამო დემონსტრანტები ისევ საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ, რომლის მარშრუტსაც წინასწარ არ ასაჯაროებენ.
მოქალაქეები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“