ზელენსკის ოფისი ადასტურებს -ის სამშვიდობო გეგმის მიღებას

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ამერიკული მხარისგან მიიღო გეგმის პროექტი, რომელსაც, ვაშინგტონის შეფასებით, შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით.
ამ ცნობას ხუთშაბათს ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.
ეს არის პირველი ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ -ში შეიქმნა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – რომლის შესახებაც ერთი დღით ადრე მედია იუწყებოდა, წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობებით, გეგმა შემუშავდა უკრაინის მონაწილეობის გარეშე, ს წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან კოორდინაციით. გავრცელებულ ცნობაში მოტანილი არ არის ინიციატივის დეტალები, არაა დაზუსტებული არც ის, საქმე თუ მართლაც ეხება 28 პუნქტისგან შემდგარ გეგმას, რომელიც უკრაინისგან სერიოზულ დათმობებს ითვალისწინებს – როგორც ამას მედია იუწყებოდა.
ცნობაში დათქვამი არაა რა პირობებში მიიღო ზელენსკიმ გეგმის პროექტი, თუმცა მანამდე იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხუთშაბათს კიევში ხვდებოდა აშშ-ის სამხედრო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს. ამ შეხვედრაზე მედია წერდა ახალი სამშვიდობო ინიციატივის კონტექსტში.
როგორც პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ვკითხულობთ, ზელენსკიმ “აღწერა პრინციპული საფუძვლები, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია”, და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგების საფუძველზე შეთანხმდა იმუშავოს გეგმის პუნქტებზე, რათა “მიაღწიოს ომის ღირსეულ დასრულებას”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველთვის უჭერდა მხარს აშშ-ის პრეზიდენტის, ს ძალისხმევას დაასრულოს სისხლისღვრა და მზადაა მშვიდობისთვის ითანამშრომლოს აშშ-სთან, ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზელენსკი უახლოეს დღეებში აპირებს გეგმის მთავარი პუნქტები პირადად ტრამპთან განიხილოს.
ფორუმი