მ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

კიევმა და მოსკოვმა 20 ნოემბერს კვლავ გაცვალეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები. ამ ცნობას ადასტურებენ როგორც , ისე . უკრაინაში დაბრუნდა 1000 ცხედარი, რუსეთში – 30.
სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საკითხების უკრაინის საკოორდინაციო შტაბი იუწყება, რომ ყველა გვამი – რომლებიც, ს მხარის მტკიცებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისაა – ექსპერტიზისთვის და ამოცნობისთვის იქნება გადაგზავნილი.
სააგენტო “ინტერფაქსი” წერს, რომ გაცვლა განხორციელდა სტამბოლში ზაფხულის დასაწყისში მიღწეული მოლაპარაკებების ფარგლებში. მოლაპარაკების შუამავალი იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია. წინა გაცვლა ჩატარდა თითქმის ერთი თვის წინ, 23 ოქტომბერს – მაშინ რუსეთში დაბრუნდა 31 ცხედარი, კიევს გადაეცა 1000 დაღუპული.
საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინას გადასცა ათი ათასზე მეტი დაღუპულის ცხედრები, უკრაინამ რუსეთს – ორასზე მეტი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამგვარი თანაფარდობა შესაძლოა აიხსნებოდეს იმით, რომ რუსეთის არმია ფრონტის ბევრ მონაკვეთზე შეტევას ახორციელებს, და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები შესაძლოა უფრო ხშირად რჩებოდეს რუსეთის ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“„ბარსას“ ყველა ვარსკვლავი ამბობდა მთავარ სათქმელს – კატალონიის მოედანზე სცემენ უდანაშაულო ადამიანებს, სცემენ ჩვენს ფანებს, ხალხს, რომელსაც ხვალ „კამპ ნოუზე“ უნდა შევხვდეთ. ჩვენი ხალხის ცემის უფლებას არავის მივცემთ…”