ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს.
თამარ ბულია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს.
ახალგაზრდა ქალს დაზიანებების კვალი ეტყობა. ქალი ამბობს, რომ ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.
ჩემზე ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ჩემზე მეუღლემ, დათა პაპავამ და მამათილმა, კობა პაპავამ იძალადეს. ძალადობა ჩვემი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. ადგილზე იყო ჩემი დედამთილი, ეკატერინე თოდუა, რომელიც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის შვილი წაერთვათ. დაზიანებები აღმენიშნება, სილურჯეები მაქვს და ტკივილი აღმენიშნება ზურგის არეში”- აცხადებს ახალგაზრდა ქალი.
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, რომ საქმის გამომძიებელი თედო თოდუა ძალადობაში მხილებულ ოჯახთან დაახლოებული პირია, ამიტომ 21 წლის ქალის ადვოკატი მის აცილებას მოითხოვს.
ზუგდიდის პოლიციის გამომძიებელმა, თედო თოდუამ ყვირილით, მუქარით აიძულა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თამარ ბულია, რომ მას ბებიისთვის მიეცა შვილი. არადა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დედობის უფლება შეზღუდული არ არის. შესაბამისად, მის მიმართ, უკანონო ქმედება ჩაიდინა გამომძიებელმა. მან დაკავებულის მხარე დაიკავა – “შენც გაგიხორციელებია მუქარაო” ეუბნებოდა.
დღესვე შეგვაქვს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში, ბესიკ ქვარცხავასთან განცხადება, რომ საქმეს ჩამოაცილონ თედო თოდუა და მიიღოს კანონით გათვალისწინებული პასუხი. ეს არის პოლიცია და არა თედო თოდუას შპს, პოლიციელს კანონით უნდა ემოქმედა”- აცხადებს ადვოკატი.
ძალადობას კატეგორიულად უარყოფს თამარ ბულიას დედამთილი. ეკატერინე თოდუა ამტკიცებს, რომ დაზიანებები ახალგაზრდა ქალმა მაშინ მიიღო, როცა ის ავტომობილიდან გადახტომას ცდილობდა.
ქალი ირწმუნება, რომ მოძალადე თავად მისი რძალია, რომელიც თოდუას მტკიცებით, ინცინდენტის დროს მასაც გაუსწორდა ფიზიკურად. ამასთან, დაკავებულის დედა ირწმუნება, რომ მისმა რძალდა ფიზიკურად იძალადა ქმარზეც, ადგილი ჰქონდა მუქარასაც.
1 კვირის წინ, თამარ ბულიამ ბავშვი გაიტაცა, მამამაც კი არ იცოდა, სად წაიყვანა მცირეწლოვანი. არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაზიანებები მაშინ მიიღო, როცა ავტომობილიდან გადახტომას ცდილობდა. “ბავშვიანად რომ არ გადამხტარიყო, ხელი მოვქაცეო”- ამბობს ჩემი შვილი. ჩემს შვილსაც აღენიშნება მისგან მიყენებული დაზიანებები. ემუქრებოდა.
ბავშვმა ორჯერ დაარტყა თავი, ბავშვს დავიცავ-თქო, მივედი ავტომობილის ფანჯარასთან, ბავშვისთვის თავის დაჭერა მინდოდა, რა დროსაც ცხვირ-პირში მლეწა. ცალკე ცხოვრება უნდა ამ გოგოს და ეს არის მისი მიზანი. ამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, შეთხზა ეს ტყუილი”- თქვა ქალმა.
დაკავებული მამა-შვილი ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ზუგდიდის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ რამდენიმე საათში იმსჯელებს.




