საბჭოთა საქართველოში ერთობოდნენ ხოლმე ასე თინეიჯერები: რეკავდნენ შემთხვევით ნომერზე და დაყენებული ხმით აფრთხილებდნენ აბონენტს, ამა და ამ საათიდან ამა და ამ საათამდე წყალი შეგიწყდებათ და დააგროვეთო. რომ მოაწევდა დათქმული დრო, კიდევ რეკავდნენ, რა ჰქენით, დააგროვეთ წყალიო და რა ესმოდათ დასტური, ოპტმისტურ ნოტაზე სთავაზობდნენ, ახლა შეისხითო.
ჰოდა, მგონი რაღაც ეგეთ ტრიუკს გვიტარებენ.
