“ღმერთო, რა გახდა ერთი კარგი ფსიქიატრი” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

ივანიშვილის ადვოკატის ახალი ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ დიფსთეითი ბ–ნ ბიძინას თურმე ჯერ კიდევ 2008 წლიდან მტრობდა. სწორედ მან გადაიბირა თურმე “კრედიტ სუისში“ პერსონალური ბანკირი პატრის ლესკადრონი, და მისი ხელით გაძარცვა ბ–ნი ბიძინა, შემდეგ კი გაანადგურა შვეიცარიის საბანკო სისტემა ბ–ნი ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლის ეშხში. მას შემდეგ დიფსთეითი დევნის “ავაზაკურად და ყაჩაღურად“ ბ–ნ ბიძინას და ართმევს და უყინავს ფულებს. ოღონდ ბ–ნ ბიძინას მაინც ვუყვარვართ და თავს არ დაგვანებებს, რაც არ უნდა ქონებები დაუყადაღოს დიფსთეითმა. ღმერთო, რა გახდა ერთი კარგი ფსიქიატრი.