იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება

ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ტაიანის კომენტარის გაკეთება სთხოვეს მედიაში გავრცელებულ -ის „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელიც მიუღებლად მიიჩნევა უკრაინისთვის.
„რთულია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გაჟონვის კომენტირება.
ყურადღებით გავაანალიზებთ მას [გეგმას], როდესაც ის წარმოდგენილი იქნება. როგორც ადრეც არაერთხელ ითქვა, ევროპას როლი უნდა ჰქონდეს. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება“, – განაცხადა ტაიანიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ ეწინააღმდეგება გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას, თუ ამის განხორციელების კანონიერი გზა იქნება ნაპოვნი.
„ეს წმინდად იურიდიული საკითხია, პოლიტიკური არა. უნდა დავინახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ასევე როგორ უზრუნველვყოთ ევროზონის სტაბილურობა. იურიდიულმა ექსპერტებმა ახლა სიღრმისეული ანალიზი უნდა ჩაატარონ ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად“, – განაცხადა ტაიანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო