გრაფიკული პროცესორების ამერიკულმა მწარმოებელმა, Nvidia Corp.-მა, მესამე ფინანსურ კვარტალში, წმინდა მოგება 1,7 – ჯერ, ხოლო შემოსავალი 1,6 – ჯერ გაზარდა. ამასთან შემოსავალმა კვლავ რეკორდი დაამყარა.
26 ოქტომბერს დასრულებული კვარტალისთვის Nvidia-ს წმინდა მოგებამ 31.91 მილიარდი დოლარი შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 19.31 მილიარდ დოლართან შედარებით.
კომპანიის კვარტალური შემოსავალი ერთი წლის წინანდელი 35,08 მილიარდიდან 57,01 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ექსპერტების საშუალო პროგნოზი 54,92 მილიარდი იყო.




