ლუკა ძაძამიამ საკრებულო დატოვა

21 წლის ლუკა ძაძამიამ, რომელიც მერვე მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნების” პროპორციული სიით მოხვდა, საკრებულო დატოვა.
შესაბამისი განცხადებით მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს მიმართა.
რა გახდა ლუკა ძაძამიას გადაწყვეტილების რეალური მიზეზი უცნობია.
ბატონო ზურაბ, გაცნობებთ, რომ ვტოვებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას, სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით. გთხოვთ, განახორციელეოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები” – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 წლის იურისტი, რომელიც თბილისის მერმა სიაში მე-18 ნომრად ჩასვა, ანტისამთავრობო აქციების მონაწილე იყო.
ცნობისთვის,”ქართული ოცნების” სიაში ძაძამიას მოხვედრას პარტიის მომხრეებში დიდი ვნაბათაღელვა მოჰყვა და ამის გამო, არაერთმა პირმა გააკრიტიკა პარტია. მაგალითად, ირაკლი ლატარია წერდა: “ მაგ ,,ბავშვს” გაა@მევინეთ – თორემ ისე ინაბებთ, როგორც დაგიბარებია!!!”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა