“გოგი დოლიძის საღამოზე მაცაცო სებისკვერაძის და თამრიკო ჭოხონელიძის არმიწვევა უბრალოდ სამარცხვინოა” – ქეთი ქურდოვანიძე

ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე:

მე რომ არ მიმიწვიეს გოგი დოლიძის საღამოზე მისმა ოჯახის წევრებმა, ნუ ამას კიდევ შეიძლება მოეძებნოს გამართლება, თუმცა ვინც მიცნობს, იცის, ვინ იყო ჩემთვის და ჩევენი ოჯახისთვის გოგი, მაგრამ მაცაცო სებისკვერაძის და თამრიკო ჭოხონელიძის არმიწვევა უბრალოდ სამარცხვინოა. ასევე სამარცხვინოა იმ მომღერლების დამამცირებელი ინტერვიუები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ოდნავადაც არ შეესაბამება რეალობას.
მიზეზი ისედაც ცხადია და განმარტება არ სჭირდება -პოლიტიკური ანათემა.
განმარტება სჭირდება მხოლოდ ერთ რამეს. ამ ღონისძიებაში მონაწილე “აპოლიტიკურმა” მომღერლებმა რატომ არ ჰკითხეს ორგანიზატორებს, რა მიზეზით არ იყვნენ მოწვეული მაცაცო სებისკვერაძე -გოგის შემოქმედების შემქმნელი და თამრიკო ჭოხონელიძე, რომელსაც გოგი უდიდეს მომღერლად მიიჩნევდა და ყველა სხვა სცენიური პარტნიორისგან საგანგებოდ გამოარჩევდა, როგორც შეუდარებელ მომღერალს. რატომ არ გააპროტესტეს მათი არყოფნა?
არ გრცხვენიათ?!

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს