ქართველი მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოვაცხადეთ – ლატვია

ზუსტად ვიცით, რომ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე დაბრუნება სურს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
„საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა. შემდეგ, ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ, ასევე, „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული პირების სიაში ქართველი ოფიციალური პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა შევიყვანეთ“, – განაცხადა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას “დიდი ხანია მხარს უჭერს“. „ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა