“ვაშინგტონის შეთანხმებით გაჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვისაც” – ერევანი

“8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგად არა მხოლოდ გაუქმდება ბლოკადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ გაჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის”.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაგან კოსტანიანმა განაცხადა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში [სომხეთის პრეზიდენტ ვაგნ ხაჩატურიანთან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში], როდესაც შეაჯამა თბილისში შეხვედრების შედეგები.
“ვაშინგტონში 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების შემდეგ, ფაქტობრივად, არა მხოლოდ გაუქმდება ბლოკადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები მეგობარი საქართველოსთვის. ამ კონტექსტში, ორმხრივი დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იყო და მიმდინარე ვიზიტის განმავლობაში სომხეთის პრეზიდენტი შეეხო ყველა ამ საკითხს შეხვედრების დროს”
8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა პარაფირებული მშვიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობა დამყარდა.
ვაშინგტონში ჩატარებული მშვიდობის სამიტის შედეგების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სომხეთმა და აზერბაიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტის თანდასწრებით ხელი მოაწერეს დეკლარაციას.
ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით საქართველოსთვის ბენეფიტების მიღებაზე იქამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა:
მირზოიანი: ტრანზიტის განბლოკვა საქართველოს სპარსეთის ყურესთან დააკავშირებს

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…