დაღუპულია ინდიანას ეროვნული გვარდიელი – აშშ-ში ICE-მა გოდერძი გუჯაბიძე დააკავა

დაკავებულია 56 წლის გოდერძი გუჯაბიძე, რომელიც, ინდიანის შტატის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთი ფიგურანტია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ინდიანას ეროვნული გვარდიის ერთი წევრი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, აშშ-ს ინდიანის შტატის ბუნის ოლქის შერიფის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ნოემბერს გუჯაბიძე სატვირთოს მართავდა, როდესაც სამხედრო Humvee-ს და თეთრი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილებს შეეჯახა. Humvee-ში ეროვნული გვარდიის 4 წევრი ისხდა, რომელთაგანაც 23 წლის ტერი ფრაი ადგილზევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. დანარჩენი სამი გვარდიელი კი ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
Subaru-ს მძღოლი 51 წლის ვერონიკა ვებსტერი იყო, რომელსაც დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
ავარიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუჯაბიძე თარჯიმნის დახმარებით დაკითხეს, რის შემდეგაც აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურმა გუჯაბიძის დაკავება მოითხოვა.
გამომძიებლები ამბობენ, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. NewsNation-ის მიხედვით, გუჯაბიძე გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…