მთავარის ინფორმაციით, რომელსაც მოქალაქეები გვაწვდიან, ავტომობილით, რომელიც უზნაძის ქუჩაზე წესების დარღვევით იყო დაპარკინგებული და მოქალაქეებს მისი გზიდან ხელით გადაწევა მოუწიათ, სავარაუდოდ სპორტის მინისტრის პოსტზე მყოფი შალვა გოგოლაძის ცოლი გადაადგილდება
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ Range Rover-ის მარკის ავტომობილი უზნაძის ქუჩაზე არასწორად იყო დაპარკინგებული. არასწორი პარკირების გამო, ქუჩაზე ავტობუსი ვერ ახერხებდა გადაადგილებას. მანქანა საპარკინგე ადგილზე მოქალაქეებმა ხელით დააბრუნეს




