„პალიტრანიუსმა“ თ საკუთარი მაყურებლის პორტრეტი შექმნა

„პალიტრანიუსმა“ თ საკუთარი მაყურებლის პორტრეტი შექმნა – -ის მიხედვით, ეს 55 წლის, წარმატებული კარიერის მქონე, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანია, რომელსაც დრო ცოტა აქვს და ინფორმაციას სანდო წყაროებისგან იღებს, „პალიტრანიუსს” კი უყურებს იმიტომ, რომ აქ ნახულობს ზუსტ, გადამოწმებულ ინფორმაციას, ღრმა ანალიზს და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით შექმნილ სიახლეებს.
„ეს უბრალოდ ტექნოლოგია კი არ არის, არამედ არის მცდელობა, მედიამ უკეთ დაინახოს ის ადამიანები, ვინც ყოველდღე უყურებს და ენდობა მას.
გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შექმნილი -პორტრეტი ერთ სახეში აერთიანებს ყველა იმ ემოციას, ინტერესს და მოლოდინს, რასაც მაყურებელი არხისგან ელის. ეს არის ნაბიჯი იქით, სადაც ჟურნალისტიკა უფრო სანდო და ადამიანურ გამოცდილებად იქცევა. როდესაც ტექნოლოგია და ემოცია ერთმანეთს ხვდება და ქმნის იმის ზუსტ სურათს, თუ ვინ არის შენი აუდიტორია სინამდვილეში“, – აცხადებენ „პალიტრანიუსში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება