საერთაშორისო მედიის განდევნის ფონზე, ბაქოში EuroNews-ის ოფისი გაიხსნა

ევროპული საინფორმაციო არხმა Euronews-მა ბაქოში წარმომადგენლობა გახსნა.
აზერბაიჯანელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ეს აღიქვეს როგორც ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელება დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად, ნათქვამია JamNews-ის მასალაში: Euronews-მა ბაქოში ოფისი გახსნა: ადგილობრივი ჟურნალისტები თვლიან, რომ ხელისუფლება მედიას “საფრთხედ“ არ აღიქვამს.
Euronews-ის ბაქოს ოფისის ხელმძღვანელმა ფერნანდუ სუარეშმა განაცხადა, რომ ქსელის მიზანი არ შემოიფარგლება აზერბაიჯანის ტურისტული და ბიზნესპოტენციალის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენით. მისი თქმით, Euronews ასევე გეგმავს ეროვნულ მედიასივრცესთან თანამშრომლობას და ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.
პროსახელისუფლებო მედიარესურსები წერენ, რომ ბაქოში Euronews Academy-ის ჟურნალისტური სასწავლო პროგრამის გახსნა წარმომადგენლობის საქმიანობის ნაწილია.
აზერბაიჯანში დღეს არც ადგილობრივი კრიტიკული მედიაგამოცემები აღარ არსებობს და არც საერთაშორისო მედიაორგანიზაციის წარმომადგენლობები, რომლებიც ს რეჟიმმა ეტაპობრივად დახურა. ათეულობით დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტი დღეს აზერბაიჯანში სხვადასხვა ბრალდებითაა დაპატიმრებული.