ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ აკავებს აქციაზე მოქალაქეებს, როდესაც ისინი საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილდებიან.
დარახველიძის მტკიცებით, ყველა მტკიცებულება გადაიგზავნება საქალაქო სასამართლოში, სადაც, მისი თქმით, ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით თითოეული მტკიცებულება განიხილება.
„ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. შესაბამისად, ყველა ეს მასალა გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც ღია სასამართლო სხდომაზე დაცვის და საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით განხილულ იქნება თითოეული მტკიცებულება. შესაბამისად, საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ის არგუმენტები, რის გამოც დააკავეს თითოეული მათგანი”, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს.დაკავებულებიდან 5 ქალია.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ