5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ DataFest Tbilisi 2025-ს

DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება.
DataFest Tbilisi 2025 მთლიანად მონაცემებისა და ს მომავალს ეძღვნება. განხილულ თემებს შორის იქნება:
· ტექნოლოგიები – ს, მანქანური სწავლების, LLM-ების, MLOps-ების, მონაცემთა ინჟინერიისა და კვანტური გამოთვლების უახლესი მიღწევები
· ბიზნესი და სტარტაპები – როგორ იქმნება, იზრდება და გარდაქმნის ბიზნეს სამყაროს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები
· ხელოვნება – სადაც კრეატიულობა ხვდება ტექნოლოგიას: გენერაციული დიზაინი და -ხელოვნება
· საზოგადოება – ეთიკა, რეგულაციები, ციფრული უნარები, სამუშაო ბაზრის მომავალი და პასუხისმგებლობიანი ხელოვნური ინტელექტი
ფესტივალის აუდიტორიაში ყოფნა ღირებული გამოცდილებაა ყველასთვის, ვისაც ტექნოლოგია, ხელოვნება და მონაცემები აინტერესებს. ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც წლევანდელ გამოშვებას უნდა შეუერთდეთ, თუმცა რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეულია.
1. საზოგადოება, რომელიც საერთო ღირებულებებმა გააერთიანა
რა გამოცდილებითაც არ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე, მთავარია ინტერესი მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტისადმი. თქვენ გარშემო იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამავე ინტერესსა და ღირებულებებს იზიარებენ.
2. ექსპერტები, რომლებიც ტექნოლოგიური სიახლეების სათავეში არიან
DataFest Tbilisi-ის სცენიდან და ვორკშოპების ოთახებიდან გაიგებთ, რას ცვლის ხელოვნური ინტელექტი სწორედ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ სიახლეებს თავად ქმნიან.
3. აქტივობები, რომლებიც ფესტივალის პარალელურად მიმდინარეობს
ამ აქტივობებს Side Event-ები დავარქვით, რადგან ფესტივალის მთავარი პროგრამის პარალელურადაა დაგეგმილი. თითოეული მათგანი იმ იდეას ემსახურება, რომ მონაწილეებმა პრეზენტაციებსა და ვორკშოპებს მიღმა შეძლონ ერთმანეთის უკეთ გაცნობა და გამოცდილებების გაზიარება.
4. ცოდნა, რომელიც სამი დღის შემდეგ დაგრჩებათ
რადგან პრეზენტაციები და ვორკშოპები ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ ამ სამი დღის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ინსპირაცია და ცოდნა თქვენს პორტფოლიოს ახალი მასალით გაამდიდრებს.
5. სპეციალური პროგრამა, რომელიც ბავშვებს მონაცემებისა და ტექნოლოგიების სიყვარულს გაუზიარებს
ფესტივალის მესამე დღეს გექნება უნიკალური შესაძლებლობა, ოჯახის პატარა წევრი წამოიყვანო და მასაც დახვდეს საინტერესო, ცოდნითა და ინსპირაციით დატვირთული აქტივობები.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ForSet.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ხოლო პარტნიორები არიან: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), EPAM, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, IBCCS TAX საქართველო, Autodraft, Alliance of Democracies, Social Lab, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სპონსორები: Startup Bootcamp, სელფი
მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო, MoveWise, Deepkapha, D Block, Optio, Techweiz, RealAI, Tumo, Robocode
ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA – ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel, სმარტ აკადემია, ფრილანსერი, თბილისის კომუნიკაციის სკოლა, სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI), საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტერმინალი
მედიაპარტნიორები: ბიზნეს მედია საქართველო, Next.on.ge, მარკეტერი, ინტერპრესნიუსი, ბიზნესპრესნიუსი, ფორმულა, მედია აპრილი, OC Media, Itel.am
(R)