ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა და სუდანში განვითარებულ უახლეს მოვლენებს განიხილავენ.
ამასთან, მინისტრები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბელარუსის ჰიბრიდულ თავდასხმებთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.
შეხვედრა ბრიუსელში, 8:30 საათზე (თბილისის დროით 11:30 საათი) დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კაია კალასი პრესკონფერენციას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?