რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება 2026 წელს არის დაგეგმილი. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს პროექტზე 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა.
„რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციოსამუშაოების დანიშნულებაა უზრუნველყოს უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირი ქალაქის დანარჩენ საგზაო ქსელთან, კომფორტული გახადოს ავტომობილით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა. საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 1442 მეტრს. არსებული მდგომარეობით აღნიშნულ მონაკვეთზე გვხვდება ასფალტბეტონის საფარი საშ. სისქით 20 სმ, რომელიც დაზიანებულია, შეიმჩნევა გრძივი და განივი ბზარები; აქედან გამომდინარე საჭიროა საგზაოსამოსის კაპიტალური რემონტი. ტორტუარზე მოწყობილია, როგორც ბეტონის ისე ბუნებრივი ქვის ფილები, რომელიც გარკვეულ ადგილებში ამორტიზირებულია ან დამტვრეულია.
საპროექტო მონაკვეთზე არსებული სანიაღვრე ქსელი ვერ უზრუნველყოფს მოსული ნალექების სრულად აცილებას გზის სავალი ნაწილიდან, ამიტომ პროექტით გათვალისწინებულია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა. ქსელის დაერთება მოხდება სხვადასხვ მონაკვეთებზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი ღირებული სამშენებლო მასალები ან ნაკეთობები ექვემდებარება დასაწყობებას. საინიაღვრე ქსელის განლაგება, მილის დიამტერები და დაერთების ადგილი შეთანხმებულია შესაბამის სამსახურთან.
პროექტით გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა, რომლის გეომეტრიული პარამეტრები და ადგიმდებარეობა გეგმაში შეთანხმებულია დამკვეთთან. ტექნიკური დავალების თანახმად ველობილიკის ფართზე მოხვედრილი საკომუნიკაციო ჭები გადატანილი უნდა იქნას გვერდზე – სავალ ნაწილზე; პროექტით გათვალისწინებულია არსებული ჭების დემონტაჟი და ახლის მოწყობა. გზაზე გვხვდება მიწისქვეშა გადასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელებზე გათვალისწინებულია ჰიდროიზოლაციის მოწყობა. მოცულობები მოცემულია შესაბამის უწყისებში.
გზის გარკვეულ ადგილებში ტროტუარზე მოწყობილია ლითონის მოაჯირები, გათვალისწინებულია მათი დემონტაჟი, შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით და სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი უკან მონტაჟი. ასევე გათვალისწინებულია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა სულ16 ცალი, რომელიც დაერთდება არსებული წყლის მილებზე, ხოლო მათი ადგილმდებარეობა შეთანხმებულია შესაბამის სამსახურებთან.
ტროტუარზე გათვალისწინებულია დახურული ტიპის რკ/ბეტონის არხის მოწყობა, სადაც გაივლის ადგილობრივი კომუნიკაციის კაბელები, ასევე გათვალისწინებულია არსებულ გაზონებზე მექანიკური სარწყავი სისტემის მოწყობა. სარწყავი სისტემის დაერთება უნდა მოხდეს GWP-ის მილზე მასთან შეთანხმებით. მიწის ვაკისის სიგანე 34,0–77,0 მეტრის ფარგლებშია. ცალკეულ მონაკვეთებზე მისი სიგანის ცვალებადობა გამოწვეულია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პირველად ვერსიაში.




