პუტინი ში მიმდინარე ომის დასრულებაში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის რისკს ხედავს- WSJ

ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ში მიმდინარე ომის დასრულებაში საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის რისკს ხედავს, ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal იტყობინება.
წყაროს ცნობით, კრემლს არ შეუძლია მოსახლეობისთვის აუხსნას უზარმაზარი დანაკარგები და ფინანსური ხარჯები, ამიტომაც პუტინი ომის გაჭიანურებისკენ მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, ნებისმიერი მოლაპარაკება მისთვის პოლიტიკურ რისკს წარმოადგენს.
ეკონომისტი ანდერს ასლუნდი ვარაუდობს, რომ აღარ ცდილობს კონფლიქტის სწრაფ გამარჯვებას. მისთვის ხელსაყრელია დაძაბული, გაჭიანურებული ომი, რადგან დასრულების შემთხვევაში სახლში დაბრუნდება მილიონობით ვეტერანი, მათ შორის პატიმრები, რომლებმაც თავისუფლების სანაცვლოდ იბრძოლეს, და ერთი ძირითადი შეკითხვა დაისმება: „რისთვის იყო ეს ყველაფერი?“ – კრემლს ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს.
ისტორიკოსი მარკ გალიოტი აღნიშნავს, რომ პუტინი შიშსა და გაურკვევლობას შორის არის ჩარჩენილი, ხოლო -ს ყოფილი პრეზიდენტის, ს სამშვიდობო წინადადებები მის გადაწყვეტილებაზე დამატებით ზეწოლას ახდენს. გალიოტის შეფასებით, კრემლში კარგად ხვდებიან, რომ ომის დაწყება გაჭიანურების გარეშე შეუძლებელია – უკრაინის ოკუპაცია შესაძლოა ნაწილობრივ მოხდეს, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნება.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფორმულირებული მიზნები – „დენაციფიკაცია“, დემილიტარიზაცია და უკრაინის ნატოში არგაწევრიანება – პრაქტიკულად შეუსრულებელია, ხოლო რუსული ხელისუფლება ამ რეალობას სრულად აცნობიერებს.

ასევე დაგაინტერესებთ