ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს –

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
“დრო და დრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესისა საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის. ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც. შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არა აქვს,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი