ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა გამართა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის აიტი სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
Koç Holding-ი უმსხვილესი თურქული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. კომპანიაში დასაქმებულია 105 ათასი ადამიანი. მისი შემოსავალი 34 მილიარდ 97 მილიონ დოლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს

ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა