ყოველთვის, როცა რომელიმე კომპანია ვერ ასრულებს მოვალეობას, რა თქმა უნდა, მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება – გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ყოველთვის, როცა რომელიმე კომპანია ვერ ასრულებს მოვალეობას, რა თქმა უნდა, მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება.
მისი თქმით, მავნებლური კამპანია მიმდინარეობს და ცდილობენ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ.
“წერეთლის გამზირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც თბილისი მერია ახორციელებს და სამწუხაროდ, მავნებლური კამპანია მიმდინარეობს იმისა, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში. წერეთლის გამზირზე არსებულ ვადებში იქნება სამუშაოები დასრულებული და ყოველთვის, როცა რომელიმე კომპანია ვერ ასრულებს მოვალეობას, რა თქმა უნდა, მათთან ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა და დღესაც ამ ფაქტთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში