ლონდონის ნიუ ბონდ სტრიტი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო ქუჩა გახდა

ლონდონის ნიუ ბონდ სტრიტი 2025 წელს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო ქუჩა გახდა, რითაც გასული წლის ლიდერი, მილანის ვია მონტენაპოლეონეს, მეორე ადგილზე გადასწია – ნათქვამია Cushman & Wakefield-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
ნიუ ბონდ სტრიტზე მაღაზიების წლიური ქირა 22%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 20,482 ევრო შეადგინა, ხოლო მილანის ქუჩაზე ფასები უცვლელი, კვადრატულ მეტრზე 20,000 ევრო დარჩა.
ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუ მეორე ადგილიდან მესამეზე გადავიდა, სადაც საცალო ფართების გაქირავების ტარიფებიც უცვლელი დარჩა (18,360 ევრო კვადრატულ მეტრზე).
Cushman & Wakefield ყოველწლიურ რეიტინგს „მსოფლიოს საუკეთესო სავაჭრო ქუჩები“ 35 წელია ადგენს. 2025 წელს რეიტინგში 141 ქალაქი შევიდა.