10 თვეში ბათუმში 801.2 მლნ დოლარის ღირებულების 13 654 ბინა გაიყიდა

10 თვეში ბათუმში 801.2 მლნ დოლარის ღირებულების 13 654 ბინა გაიყიდა
2025 წლის 10 თვეში ბათუმში 801.2 მლნ დოლარის ღირებულების 13 654 ბინა გაიყიდა. Colliers Georgia-ს განახლებული ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, გაყიდული ბინების ღირებულება წლიურად 31%-ით, უძრავი ქონების ტრანზაქციები კი 14%-ით გაიზარდა.
მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 16.5%-ით გაიზარდა და მ²-ის -ზე 1,292 დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად პირველადმა ბაზარმა მოახდინა, სადაც მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 5.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ოქტომბერში ბათუმში 1,625 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ოქტომბერში არსებულ ტრანზაქციებს 14.2%-ით მეტია.
„ბათუმში, ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 21.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირდა წლების განმავლობაში გაყიდული ბინები (125-მდე ტრანზაქცია), რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 9.4%-ით მოიმატა. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, – ნათქვამია მიმოხილვაში.