საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში IBTM World 2025 მონაწილეობს.
გამოფენაში წარდგენილია ქართული კერძო სექტორი. „თრეველ შოპის“ წარმომადგენელი მაკო ლეკიშვილი IBTM World 2025 -ზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს:
„ჩვენი კომპანია უკვე 14 წელია ამ გამოფენაში მონაწილეობს. IBTM საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენაა, განსაკუთრებით საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის. აქ წარმოდგენილები არიან როგორც ევროპის, ასევე აზიის უმსხვილესი კომპანიები.“
IBTM World 2025-ის ფარგლებში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო მოლაპარაკებებს აწარმოებს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების გამართვის თაობაზე.
IBTM World 2025-ზე 150 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი, გამოფენის სტუმრების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს




