გუსტავ კლიმტის ნახატი – „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ აუქციონზე $236.4 მილიონად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის ნახატი სამშაბათს ღამით, ნიუ-იორკი ხელოვნების ბაზარზე, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად – $236.4 მილიონად გაიყიდა.
ნამუშევარი, “ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი” (1914-1916), ყველაზე ძვირად ღირებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე, და ამავდროულად, რიგით მეორე ყველაზე ძვირი ხელოვნების ნიმუში აუქციონების ისტორიაში.
კლიმტმა ტილო 1914-1916 წლებში დაწერა. მასზე თავისი მფარველების ქალიშვილი, ელიზაბეტ ლედერერია გამოსახული.
მეორე მსოფლიო ომის დროს გოგონას პორტრეტი ნაცისტებმა მოიპარეს, შემდეგ ის თითქმის განადგურდა ხანძრის დროს. 1948 წელს ნახატი ელიზაბეტ ლედერერის ბიძას, ერიხს დაუბრუნეს, რომელმაც ის მოგვიანებით გაყიდა.
1985 წელს ნახატი Estée Lauder-ის მემკვიდრის, ლეონარდ ლაუდერის კერძო კოლექციის ნაწილი გახდა.
რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, ლიდერი კვლავ ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული “სალვატორ მუნდია”, რომელიც 2017 წელს Christie’s-ის აუქციონზე $450 მილიონად გაიყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ