უკრაინული მედია – ტერნოპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია

უკრაინის ტერნოპოლის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ასევე, დაშავებულია 66 ადამიანი.
„ეს არის ტერნოპილში ორ ადგილას დაღუპულთა საერთო რაოდენობა. ერთგან ცხრასართულიანი შენობის ზედა სართულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მეორე ლოკაციაზე კი ხანძარი მძვინვარებდა“, – განაცხადა ტერნოპოლის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი დირექტორატის პრესსპიკერმა, სერგეი დანილინმა.
მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)