თანახმაა უკრაინას მიჰყიდოს Patriot-ების მოდერნიზაციისთვის საჭირო საშუალებები

უკრაინის მთავრობის მიმართვის საფუძველზე -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დაახლოებით 105 მილიონი დოლარის ღირებულების დანადგარების შესაძლო მიყიდვას. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ 18 ნოემბერს გამოქვეყნდა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ საიტზე.
უკრაინის მთავრობამ აშშ-ს მიმართა Patriot-ების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების შესაძენად. მათ შორისაა გამშვები დანადგარების მოდერნიზაცია.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot-ი შეერთებული შტატების გარდა გაუგზავნა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. მათ შორის გერმანიამ, რომელმაც 2025 წლის ნოემბერში უკრაინას გადასცა დამატებით ორი ასეთი სისტემა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა გაეგრძელებინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ. 2025 წლის ივლისში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები.
2025 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს განუცხადა, რომ უკრაინას სურს ამერიკელ მწარმოებლებს 27 Patriot-ი დაუკვეთოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი